დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დეცენტრალიზაციისკენ ამერიკელებთან ერთად
2013/05/23 22:52:00

საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესის დასახვეწად და პროექტის გასაცნობად დღეს ქუთაისში  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი სტივ ჰაიკინი ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პროცესებს, რომლის ფარგლებშიც დეცენტრალიზაცია არამხოლოდ ქალაქებამდე, არამედ სოფლებშიც უნდა განხორციელდეს.

„დღევანდელ არაოფიციალურ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დეცენტრალიზაციის საკითხზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი განხორციელება   მუნიციპალიტეტის და სოფლის დონეზე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. გვყავდა წარმომადგენელი საბჭოდან, რომელთან ერთადაც მოხდა ამ საკითხების განხილვა, მნიშვნელოვანია ყველას აზრი და, რაც მთავრია, ამ განხილვის შემდეგ შევჯერდებით რეფორმაზე და ამ რეფორმით რეგიონებში გაცილებით მარტივად გაგრძელდება დეცენტრალიზაციის პროცესი,“ - აღნიშნა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორმა სტინ ჰაიკინმა.

მამუკა მღვდელაძე, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე: „ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ სწორი კანონმდებლობის მიღება და  სწორად დანერგვა იმ რეფორმის, რასაც ჰქვია დეცენტრალიზაცია. ეს უნდა განხორციელდეს არამარტო ქალაქამდე, არამედ სოფლებშიც, აღნიშნული პროცესი დაწყებულია და კანონმდებლობის მიღებამდე გვქონდა  შესანიშნავი შესაძლებლობა ქუთაისში ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და  საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გვემსჯელა, გამოითქვა ძალიან კარგი მოსაზრებები, ასევე კითხვებზე პასუხები იქნა გაცემული იმ ჯგუფისგან, რომელიც უშუალოდ მუშაობს ამ საკითხზე. ყველა რეგიონის და სოფლის დონეზე განხილვა გაცილებით დახვეწილს გახდის ამ კანონპროექტს.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია