ამ წუთებში ქუთაისის იუსტიციის სახლთან საპატრულო პოლიციის მობილიზება შეიმჩნევა. დღეს დაკითხვაზე დაბარებული ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ისევ შენობაში იმყოფებიან. გაჩნდა ეჭვი, რომ დილით, 12 საათისთვის პროკურატურაში მისული ვანო მერაბიშვილი, შესაძლოა, დააკავონ და შენობის უკანა შესასვლელიდან გაიყვანონ. ვარაუდი დაკავების შესახებ პროკურატურაში შესვლამდე თავად ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოთქვა.