დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2030 წელს ღარიბები აღარ იქნებიან
2013/05/20 14:05:08

მსოფლიო ბანკის ექსპერტები 2030 წლისთვის მსოფლიოში სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებას პროგნოზირებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ სიღარიბესთან ბრძოლა გაძნელდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აფრიკა და ჩრდილოეთ კორეა.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, 1990-დან 2010 წლამდე მსოფლიოში სიღარიბის მაჩვენებელი  ორჯერ შემცირდა. „თუკი სიღარიბის საერთო მაჩვენებლების შემცირების ტენდენცია შენარჩუნდა, 2030 წლისთვის სიღარიბე, პრაქტიკულად, ლიკვიდირებული იქნება“,-აღნიშნავს მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი ჯიმ ენ კიმი.

მსოფლიო ბანკის იმედისმომცემ პროგნოზს ზედმეტად იდეალურს უწოდებენ ექსპერტები და აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის მსოფლიოს მოსახლეობა საგრძნობლად გაიზრდება და არსებობის პრობლემა დღის წესრიგში უფრო მეტი სიმწვავით დადგება.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია