დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტმატიმრები ყრილობას სპორტის სასახლეში გამართავენ
2013/05/19 12:29:00

დღეს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული ადამიანები სპორტის სასახლეში ყრილობას გამართავენ და პარლამენტს, წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულების საქმეებზე სამუშაოდ, კომისიის შექმნის თხოვნით მიმართავენ.  

"საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგი უნდა გახდეს სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასება. ყრილობაზე შეიქმნება საზოგადოებრივი კომისია, რომელიც მოიძიებს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდის პოლიტიკური ტერორის კონკრეტულ ფაქტებს და წარმოადგენს კომპეტენტურ რეკომენდაციებს. წარმოდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე დაიწყება სახელმწიფო სამოქმედო პროგრამის შემუშავება. პროგრამის მთავარი მიზანი უნდა გახდეს რეპრესირებულთა და დაზარალებულთა სამართლებრივი, პოლიტიკური, ქონებრივი, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. ყრილობაზე ვიწვევთ ყველას, ვინც თავს მიიჩნევს სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებულად. სამართალი ჩვენი ძალაა!"– ნათქვამია სოცილაურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

 

 ნ.ბ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია