ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჰომობოფიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ამ აქციის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, არიან დაშავებული ადამიანებიც.
სასულიერო პირებმა და სხვა მოქალაქეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ ორგანიზებული აქციის წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მართალია, პოლიცია შეეცადა შემთხვევის ადგილიდან გაეყანათ აქციის მონაწილეები, თუმცა, სიტუაცია უმართავი გახდა.
აქციის მონაწილეებს მოგვიანებით საქართველოს სახალხო დამცველიც შეხვდა. მისივე განცხადებით, დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მონიტორინგი ჩატარდება.
ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 17 ადამიანი, აქედან 12 საავადმყოფოშია გადაყვანილი, დაშავებულთაგან 3 პოლიციელია. ასევე მძომედ დაშავდა რადიო „ფორტუნას“ჟურნალისტიც.