დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მომავალი სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები უფასო იქნება
2013/04/08 15:48:22

დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი თბილისის 154–ე საჯარო სკოლას ესტუმრა და სპეციალური პრესკონფერენცია გამართა სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით.

მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2013-2014 სასწავლო წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოები უფასო იქნება.
„ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებას ასრულებს. უფასო სახელმძღვანელოები მშობლებს თანხის დაზოგვის და სხვა მიმართულებით გამოყენების საშუალებას მისცემს. მშობლებს მიეცემათ საშუალება, ეს თანხა გამოიყენონ ბავშვების მოსავლელად, ზაფხულში დასასვენებლად. ამ ვალდებულებას სახელმწიფო უნდა ახორციელებდეს. კონსტიტუციის თანახმად, საშუალო სკოლაში სწავლა არის უფასო. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, 650 ათასი მოსწავლის მშობელს ბოლო თეთრის გატანა არ უხდებოდეს ოჯახიდან სახელმძღვანელოს შესაძენად. ამ თემაზე 5 თვე ვიმუშავეთ, ბევრი ვარიანტი განვიხილეთ და ყველას ვულოცავ, რომ საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები უფასო იქნება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
მინისტრის განმარტებით, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხორციელდება და გამომცემლები სამინისტროსგან კანონით განსაზღვრულ თანხას მიიღებენ. 
"განათლების სამინისტროს ვალდებულებაა, მშობლებს ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, რომელსაც შვილებს მოახმარენ და ის 20 წლიანი ტვირთი, რაც მშობლებმა ჩვენს თავზე გადავატარეთ, მთავრდება. მოსახლეობის მიზანმიმართული გაღარიბების პოლიტიკა დამთავრებულია. აღარავინ გააღარიბებს ოჯახებს ბავშვების ხარჯზე", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია