უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინსულტის შედეგად გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი.
მარგარეტ ტეტჩერის პრესმდივნის, ლორდ ბელის ინფორმაციით, "რკინის ლედის" გარდაცვალების შესახებ მისმა შვილებმა მარკ და კაროლ ტეტჩერებმა განაცხადეს.
მარგარეტ ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-1990 წლებში იყო. მისი პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. გადადგომის შემდეგ მან დაწერა წიგნი - "სახელმწიფოს მართვის ხელოვნება".
1992 წელს ივნისში მას ბარონესას ტიტული მიანიჭეს.
ამჟამად მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის იყო.