დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი შემცირებულია
2013/05/16 14:09:32

2013 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3006 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის  მონაცემებზე 4 პროცენტით ნაკლებია.

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის საერთო მოცულობიდან ექსპორტზე 785 მილიონი აშშ დოლარი მოდის, იმპორტზე კი 2220 მილიონი აშშ დოლარი.

საქართველოს ურყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-აპრილში 1435 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.

საქსტატში განმარტავენ, რომ მონაცემები  წინასწარი ინფორმაციის საფუძველზეა გამოქვეყნებული, საბოლოო, დაზუსტებული მაჩვენებლები კი 24 მაისს გამოქვეყნდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1726
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია