პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა რამდენიმე რეგიონში რწმუნებული დანიშნა.
მანჯგალაძის განმარტებით, "საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის I პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი უფლებამოსილება“ და რწმუნებულები წარმოადგინა ოთხ რეგიონში: კახეთის რეგიონში რწმუნებულად ინიშნება ზურაბ ჭიაბერაშვილი, იმერეთში - ვახტანგ ბალავაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთში - ზაზა გოროზია, რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთში - გიორგი ჭელიძე.