პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია ინიციატივით გამოდის, რომ ყველა გასაუბრება ქალაქის მერობის კანდიდატებთან, რომელიც გაიმართება კომისიის მიერ, უნდა გადაიცემოდეს პირდაპირი ეთერით რეგიონულ მაუწყებლობაში, რადგან კანდიდატს, რომელიც გაიმარჯვებს ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან მაღალი სანდოობის ხარსიხი. ეს განცხადება დღეს გოგი წულაიას მიერ გამართულ ბრიფინგზე გაჟღერდა.
„ჩვენდა სამწუხაროდ, რადგან საკრებულოს ლეგიტიმაციის და ნდობის ხარისხიც თითქმის ნულის ტოლია, კომისიის ნდობის საკითხიც არ გამოირჩევა დიდი სანდოობით, ამიტომ მოვითხოვთ, იმისათვის, რომ ფართო იყოს საზოგადოების ჩართულობა და ღიაობა, ყველა გასაუბრება კანდიდატებთან, რომელიც გაიმართება კომისიის მიერ, გადაიცემოდეს პირდაპირი ეთერით. კანდიდატს, რომელიც გაიმარჯვებს, უნდა ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან მაღალი სანდოობის ხარსიხი. ჩვენ გავამზადებთ ამ წერილის მოთხოვნას და შევიტანთ კომისიის თავმჯდომარის სახელზე.“ - აცხადებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია.