დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კომპანიები „გამოსწორების“ პირობას დებენ – რას უჩივიან მომხმარებლები წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის კომპანიებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/23 15:43:54

 დემოკრატიის ინსტიტუტის’’ ფასილიტაციით საქართველოს 9 რეგიონში კომუნალური სერვისის მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის  გაუმჯობესების მიზნით სამუშაო შეხვედრები იმართება. დღეს კოალიციური პროექტის ’’კომუნალური სერვისის  მომხმარებელთა სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანი’’ ფარგლებში შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.


სამუშაო შეხვედრებზე წარმოდგენილი იქნება ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიმწოდებელი კომპანიების მომსახურების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის არსებული პრაქტიკა, გამოვლენილი პრობლემები და რეკომენდაციები.  


პროექტის ორგანიზატორებმა იმ ხარვეზებზე ისაუბრეს, რაც კომუნალური მომსახურების მხრივ არსებობს. შეხვედრას ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ადგილზე გაეცვნენ. მათი განცხადებით, არსებული პრობლემების და რეკომენაციების შესწავლა და გათვალისწინება აუცილებლად მოხდება.

 

დისკუსიას ქუთაისის ვიცე-მერი კონსტანტინე  ქავთარაძე ესწრებოდა. ქავთარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია არასამთავრობებო ორგანიზაციების მიერ   მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით მსგავსი პროექტები ხშირად გაიმართოს, რაც  კომპანიებთან მათ ურთიერთობას ბვევრად გაამარტივებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2415
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია