საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ილიას უნივერსიტეტის შენობა უკვე დატოვა.
პრეზიდენტი უნივერსიტეტიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
ილიას უნივერსიტეტთან შეკრებილმა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა და რამდენიმე სტუდენტმა პრეზიდენტს „მკვლელი“ უწოდა და ესკორტს ხურდა ფული ესროლა.
პრეზიდენტის ესკორტმა უნივერსიტეტის ტერიტორია უკვე დატოვა.
მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ორ საათს გაგრძელდა. შეხვედრა მედიისთვის კვლავ დახურული იყო.