დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მოსკოვის ახალი მერის ინაუგურაცია 12 სექტემბერს გაიმართება
ავტორი:
2013/09/10 15:36:02
მოსკოვის საარჩევნო კომისიის განცხადებით, მოსკოვის ახალი მერის ინაუგურაცია 12 სექტემბერს გაიმართება. სამშაბათს დილით საარჩევნო კომისიამ 8 სექტემბრის მერის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი სობიანინა ხმების 51,37% მიიღო. ოპოზიციის კანდიდატმა ალექსეი ნავალნიმ კი 27,24%. თუმცა, ნავალნი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და იმ საარჩევნო უბნებზე ითხოვს ხმების ხელახლა გადათვლას, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. 9 სექტემბრის საღამოს ბალოტნაიას მოედანზე მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. სანქცირებულ მიტინგზე ნალავნიმ შეკრებილებს განუცხადა, რომ ამ არჩევნებზე ნამდვილ ოპოზიციას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც, შესაძლოა, რუსეთში წამყვანი ძალა გახდეს. მიუხედავად პირველივე ტურში სერგეი სობიანინის გამარჯვებისა, ბალოტნაიას მოედანზე გამართულ აქციას „გამარჯვების მიტინგი“ დაარქვეს. ნალავნის განაცხადებით, მისი მხარდამჭერების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ აპირებს მათ სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდოს:“რუსეთში ნამდვილი ოპოზიცია დაიბადა, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვება შეუძლია,“-აღნიშნა პოლიტიკოსმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია