დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გოგა ხაინდრავა - კოტე კუბლაშვილი აუცილებლად დაისჯება
ავტორი:
2013/09/01 16:05:02
კოტე კუბლაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება თანამდებობიდან და ის აუცილებლად დაისჯება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გოგა ხაინდრავამ განაცხადა. მისი თქმით, კუბლაშვილი არის სახელმწიფო დამნაშავე, სააკაშვილთან, ბოკერიასთან და სხვებთან ერთად. "უცილებელია, კოტე კუბლაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდეს და ეს აუცილებლად მოხდება. მეტსაც გეტყვით, რომ ის აუცილებლად დაისჯება, სააკაშვილთან, ბოკერიასთან, ლომაიასთან და ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რადგან ისინი არიან იმ დანაშაულებრივი სისტემის ჩამომყალიბლებლები, რომელიც საქართველოში იყო. კუბლაშვილი არის სახელმწიფო დამნაშავე და მან იმ პირებთან ერთად, რომელიც ჩამოვთვლე, საქართველოს ხანჯალი ჩასცა გულში", - აღნიშნა ხაინდრავამ. უზენაეს სასამართლოსთან აქცია "ობიექტივის" ორგანიზებით იმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა, კოტე კუბლაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდეს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1791
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია