დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ლატვია 1940 წლიდან არის მზად , როგორც სტუმართმოყვარე ქვეყამანამ, მის მიწაზე მიიღოს გერმანული ჩექმა"
ავტორი:
2013/09/10 15:29:13
"რიგის კონფერენციაზე" ოცდაათი ქვეყნის სამასი პოლიტიკოსისა და ექსპერტის წინაშე  თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ლატვია "1940 წლიდან არის მზად, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყამანამ, მის მიწაზე მიიღოს გერმანული ჩექმა" («We are welcoming German boots on the ground here in Latvia ever since 1940»). განცხადებამ ბალტიის რესპუბლიკის სტუმრები გააოცა, ხოლო მინისტრის სიტყვები უცებ გავრცელდა სოციალურ ქსელში და მასმედიაში, იტყობინება Mixnews. თავად არტის პაბრიკსმა მოგვიანებით განმარტა, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა გაგებული და  მან, ეს განაცხადა  მაშინ, როცა განიხილებოდა საშემოდგომო სამხედრო სწავლება Steadfast Jazz 2013, რომელშიც მონაწილეობას არ მიიღებენ გერმანელი სამხედრო მოსამსახურეები. ხოლო, 1940 წლის დაფიქსირება, მინისტრისვე განმარტებით, დაკავშირებული იყო იმ დროის ისტორიულ მოვლენებთან. "საბჭოთა კავშირის მიერ ლატვიის ოკუპაცია არ მოხდებოდა, ჩვენს ქვეყანას მოკავშირეები რომ დახმარებოდნენ. ეს ლატვიის თვალსაზრისით",  - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ცნობისათვის, "რიგის კონფერენცია"  წარმოადგენს ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელზეც განიხილება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტკის საკითხები.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია