დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ემიკო ფეიქრიშვილი: „ქართული ოცნება“ ძალადობას ახორციელებს
ავტორი:
2013/09/10 15:25:04
ქარელის ყოფილი გამგებელი „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. ამის შესახებ ფეიქრიშვილმა news.ge-ს განუცხადა. ,,2013 წლის 30 აგვისტოს ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ღვინიაშვილმა გამგებლის მოვალეობის შესრულებისგან ჩემი ჩამოცილების გადაწყვეტილება სახელმწიფო უშიშროების სამსახურისგან, ,,სუს”-ისგან ზეწოლით და დაშინებით მიიღო,”- ამის შესახებ ქარელის გამგებლის მოადგილემ ემიკო ფეიქრიშვილმა news.ge-სთან საუბრისას განაცხადა. ,,როდესაც მოქმედი პოლიციის უფროსის მოადგილე ზაზა გულიაშვილი მოდის ჩემთან, 14 აგვისტოს და მეუბნება, რომ ზემოთ არის გადაწყვეტილი, უნდა წახვიდე, ვეკითხები ვინ შეიძლება იყოს ზევით? ვისთვის ვარ მიუღებელი? ვინ წყვეტს ამას? ჩამოთვალა და მისახელებს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი მელაშვილს, არმაზ ახვლედიანს, ანზორ ჩუბინიშვილს. ეს დაასახელა ზაზა გულიაშვილმა. მთავაზობს მარტივ ფორმულირებას, რომ მე ზაზა გულიაშვილს ჯერ დავნიშნავდი მოადგილედ, შემდეგ მოვიხსნიდი უფლებამოსიფლებას და ზაზა გულიაშვილი გახდებოდა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. მე ვფიქრობ, რომ ამ პიროვნებების ჩამოთვლა იყო გულიაშვილის მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი," - განაცხადა ფეიქრიშვილმა.  მისივე თქმით, ის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა მას უთხრა, რომ კონკურსის ჩატარება და საკითხის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გატანა უმჯობესი იქნებოდა.   "საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ღვინიაშვილმა შეხვედრისას მითხრა, მე სხვა გზა არა მაქვს. ის დაიბარეს გორში, სუს-ის (სახელშეცვლილ კუდის) შენობაში, სადაც დახვდნენ ზაზა გულიაშვილი და პარტია ,,ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი. დაემუქრნენ, რომ დაიჭერდნენ მის შვილს, მის ძმას, მას აქვს ობიექტი, სადაც უკვე იჯდა ფინანსური პოლიცია და ამიტომ, იძულებული ვარ, ეს გავაკეთოო, ამას გაგებით მოეკიდეო, მითხრა ღვინიაშვილმა. დღეს ქარელის რაიონში ყველამ იცის, რომ მოხდა პაატა ღვინიაშვილზე ზეწოლა," - განაცხადა ემიკო ფეიქრიშვილმა.  ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ ის სასამართლოში სარჩელის შეტანასა და 29 აგვისტოს ბრძანების გაპროტესტებასაც აპირებს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია