ქუთაისში, საინიციატივო ჯგუფი ხვალ, დილის 10 საათსა და 30 წუთზე საქართველოს პარლამენტის წინ აქციას გამართავს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ქუთაისში დარჩეს პარლამენტი.
აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ ვინც თვლის პარლამენტი ქუთაისისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, შეუძლიათ შემოუერთდეს დაგეგმილ აქციას.
აქციას უერთდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი რეგიონების განვითარებისთვის."