რამდენიმე თვის წინ ქუთაისში, ბელორუსიის ქუჩაზე ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში 16 დევნილი ოჯახი შეასახლეს. 3 ოქტომბერს იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროტესტი გამოხატეს. ისინი ყოფითი პირობების გაუმჯობესებას და დანაპირების შესრულებას ითხოვენ. უკმაყოფილებას რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელიც აფიქსირებდა. ნატო ქათამაძე პასუხისმგებლობას ადგილობრვი ხელისუფლებას აკისრებს.