დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი:"სააკაშვილი არ არის ილია ჭავჭავაძე, საუბედუროდ"
2013/03/06 01:35:33

მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უკან არ დაიხიოს - განაცხადა  ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, სააკაშვილი გუშინდელ შეხვედრაზე არწმუნებდა, რომ მთავრობის გადაყენების უფლებას არ გამოიყენებს.

"მას ჰქონდა ამის მცდელობა, თუმცა მის მცდელობას მე ღრმად არ შევყევი. სააკაშვილი არ არის ილია ჭავჭავაძე, საუბედუროდ. მას არ აქვს ასეთი ნდობა საზოგადოების და ასეც რომ იყოს, არავისთვის არ უნდა იწერებოდეს კანონი. კანონი უნდა იყოს ყველასთვის. რაც შეეხება ამ მუხლს, სააკაშვილს აქვს უფლება დაითხოვოს მთავრობა, რაც არის სრულიად უპრეცედენტო და დანიშნოს ისე, რომ არ შეეკითხოს პარლამენტს. ის ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში აქვს პრეზიდენტს ასეთი უფლება. რა თქმა უნდა, ცრუობდა. ამ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტი პახუხს არ იძლევა და ცდილობს, რომ უკან არ დაიხიოს. ადრეც არაერთხელ უთქვამს, რომ უკან დავიხიე და წავაგეო"  - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის თემასაც შეეხეო და განაცხადა, რომ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც შიდა პოლიტიკურ ურთიერთობებს დაალაგებს  და ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე კითხვები არ დაისმება.

"მე ვამბობდი, რომ პირველი წავალ ამერიკაში და ჩემი განწყობაც ასეთი იყო. რაც ვერ გავიაზრე ბოლომდე და რაც ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს ჩვენს გუნდს არის ის, რომ ყოფილი ხელისუფლება ოსტატურად ახერხებს ცრუ ინფორმაციის ჩატანას ამერიკაშიც და ევროპაშიც. მე მინდა, რომ შიდა პოლიტიკური ურთიერთობები დავალაგო და მერე ჩავიდე იქ. მინდა, რომ კითხვები აღარ დარჩეს ჩვენს ხელწერასთან დაკავშირებით. არ მინდა ძირითად პარტნიორებთან ჩავიდე ისე, რომ კითხვები იყოს ჩვენს ურთიერთობებთან დაკავშირებით" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რათა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი  გაიზარდოს  საქართველოს მიმართ და არა პირიქით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1481
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია