დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ უჩივიან ქუთაისის მერიასთან ხელშეკრულება გაფორმებულ კომპანიას ?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/07 14:31:32

2013 წელს ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ ფირმას შპს "ფაუნას" სოციალურად დაუცველი 30 ადამიანი უჩივის. როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი ნინო შენგელია მივიდა მათ საცხოვრებელში სასტუმრო "თბილისში" და მოსახლეობას ორმაისობისთვის ქალაქის გარკვეული ტერიტორიის გამწვანებაზე მუშაობა შესთავაზა, რისთვისაც დღიურად 10 ლარს გადაუხდიდა. მათ ქალაქში ცენტრალური ბულვარში და სხვა მიმდებარე გაზონებზე ყვავილების დარგვა დაევალათ.


" შარშან ორმაისობის წინა ღამით, ნინო შენგელიამ წაგვიყვანა სამუშაოდ, დილის 4 საათამდე ვმუშაობდით დაახლოებით 30 ადამიანი და ათ-ათი ლარი გადაგვიხადა. მას შემდეგ 9 დღე ვიმუშავეთ და არანაირი თანხა არ მოუცია. გვეუბნებოდა, რომ ერთიანად გადაგვიხდიდა ფულს, მაგრამ სულ დაიკარგა, ტელეფონის ნომერიც კი გამოცვალა და მას შემდეგ ვერსად მივაგენით. რამდენჯერმე მივმართეთ ქუთაისის მერიას დახმარების თხოვნით, ერთჯერადად მაინც გამოეყოთ ჩვენთვის რაიმე თანხა, აქციაც კი მოვაწყვეთ მაშინ მერიის წინ, თუმცა, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. უკვე ერთი წელი გავიდა, რაც კუთვნილ ხელფასს ვითხოვთ, რაც 150 ლარს არ აღემატება, ჩვენი პატრონი კი არავინაა,"-აცხადებს დაზარალებული  ვარდო ხარაიშვილი.


დაზარალებულებმა დახმარების თხოვნით, პარტია "თავისუფალი საქართველოს" მიმართეს. გოგი წულაიას განცხადებით, მან, გასულ წელს, მერიას სთხოვა დახმარებოდა სოციალურად დაუცველებს კუთვნილი ხელფასის აღებაში, ან თვითონ გამოეყო ერთჯერადად თანხა და მიიღო კიდეც დახმარების პირობა, თუმცა ამაოდ.


"მე პირადად კი დამპირდა მერია, მაგრამ მერე არაფერი არ გააკეთა. მერია ვალდებულია დაეხმაროს მის მოსახლეობას, მითუმეტეს მან გაამარჯვებინა "ფაუნას" ტენდერში და თავადვე აგოს პასუხი. ერთჯერადად მაინც გამოუყონ რამე ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას კიდევ უფრო რომ უჭირვებენ,"- აცხადებს წულაია.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2362
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია