აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურმა მთავრობამ იმერეთში აფხაზეთის დღეები მოაწყო. ერთი კვირის მანძილზე ქუთაისში კულტურული ღონისძიებები იმართებოდა. ეს დღეები კი ოპერისა და ბალეტის თეატრში ფოლკლორული კონცერტით დაგვირგვინდა. კონცერტის დასრულების შემდეგ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დალი ხომერიკმა ქალაქის ვიცე-მერს დავით გორდელაძეს, კულტურის სამსახურის უფროსს გიზო თავაძესა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელს იმერეთში ზაზა ჩაჩავას მადლობის სიგელები გადასცა.