დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისთვის“
2013/02/27 18:35:00

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა მოსახლეობის ფორუმის საკითხებსა და საორგანიზაციო კომიტეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას  ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ უზრუნველყოფს.

პროექტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს ქუთაისის მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ღია დიალოგის წარმართვას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას არსებული პრობლემების გამოვლენის, გადაჭრის კუთხით და მოსახლეობის ჯგუფების აქტიურ ჩართვას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეხვედრაზე განიხილეს ფორუმის მეთოდოლოგია, კერძოდ: სამუშაო ჯგუფების ფორმირება, საორგანიზაციო საკითხების დაგეგმვა და ფორუმის მონაწილეებისათვის სამუშაო ფუნქციების დადგენა. ფორუმზე გამოვლინდა ქალაქში არსებული პრობლემები ისეთ საკითებზე, როგორებიცაა: საცხოვრებელი გარემო, თანამშრომლობა და მოსახლეობის მონაწილეობა ქალაქის მართვაში, განათლება, ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, შესაძლებლობები ახალგაზრდობისათვის და სხვ.

ფორუმზე მოხდა ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება არსებული პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ჩამოყალიბდა კონკრეტული პროექტები, რომლებსაც ყველა დაინტერესებული მხარე ერთობლივად განახორციელებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1509
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია