დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მოლოდინი...
2013/02/11 13:34:33

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს, 20:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში ელოდება, თუმცა, შედგება თუ არა ეს შეხვედრა, ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული.

აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები მას შემდეგ მივიდნენ, რაც საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და პრეზიდენტსა და მის საპარლამენტო გუნდს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა შესთავაზა.

პრეზიდენტი და უმცირესობა მზადაა შეხვედრისათვის.

საპარლამანეტო უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი გაბაშვილის განცხადებით: „თუკი მართალია ის მზადყოფნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა, პრეზიდენტი 20:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში ელოდება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მის განცხადებაში დასახელებულია მომლაპარაკებლად. ჩვენი მხრიდან გვაქვს შიში, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი იცვლება და გვინდა, ეს შიში მოვხსნათ საკონსტიტუციო ჩანაწერების გზით. გვაქვს შიში, რომ საქართველოს

დეცენტრალიზაციის პროექტი შეიძლება დასრულდეს და ამიტომ ქუთაისის საკითხზე უნდა ვისაუბროთ. გვინდა, შევქმნათ გარანტიები, რომ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს ამ საკითხზე უმრავლესობა ვერ მიიღებს, ამიტომ სასაუბრო გვაქვს საკონსტიტუციო კვორუმზე. რა თქმა უნდა, მზად ვართ განვიხილოთ მათი შიშიც პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, დაითხოვოს ერთპიროვნულად მთავრობა.“
პრეზიდენტთან შეხვედრამდე დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის წარმომადგენლობით ჯგუფებთან ერთად შეხვედრა.

საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია უცვლელია: საკონსტიტუციო ცვლილებების კვალდაკვალ უნდა მოხდეს შემდეგი საკითხების გატანა: პარლამენტის ქუთაისში დარჩენა, საკონსტიტუციო უმრავლესობის ორ მესამედამდე გაზრდა და საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციაში დაფიქსირება.

კონსტიტუციური ცვლილებების საკუთარი პროექტი აქვს უმრავლესობასაც, რაც ორ პოლიტიკურ ძალას შორის განხეთქილების მთავარი თემაა.

მოახერხებენ თუ არა მხარეების შეთანხმებას, შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1444
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია