დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საფიჩხიის მაჟორიტარობისთვის 85 წლის კანდიდატი იბრძოლებს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/20 13:10:30

ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სამსონ გუგავამ, ქალაქის მერობის და მაორიტარობის ანდიდატები დაასახელა.


 ქალაქის მერობისთვის გამართულ მარათონში ლეიბორისტების სახელით  ირაკლი კიკვაძე იბრძოლებს. რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატებს, დასახელებული 10 კანდიდატიდან, ერთ-ერთი,  სიის მესამე ნომრად წარდგენილი უხუცესი გივი გურეშიძეა. 85 წლის კანდიდატი „საფიჩხიის" მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

 

„ჩვენი მიზანია ქუთაისს სიცოცხლისუნარიანობა დავუბრუნოთ. გამარჯვების შემთხვევაში ჯანდაცვა, დასაქმება და განათლება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი გახდება. ამკუთხით საკმაოდ სოლიდური პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, ვაპირებთ საბინაო ფონდის შექმნას რათა დავასაქმოთ უსახლკაროდ დარჩენილი ხალხი.  ქუთაისი საჭიროებს ახალ სისხლს და ახლებურ განვითარებას, იგი  სპორტის განვითერების ცენტრად უნდა ვაქციოთ,"-განაცხადა მერობის კანდიდატმა ირაკლი კიკვაძემ.

 

„სიმბოლურად, შევაჩიეთ ილიას ძეგლი და 20 რიცხვი სიის პრეზენტაციისთვის, ჩვენი საარჩევნო ნომრის შესაბამისად, ჩვენ ილიას მსგავსად ვზრუნავთ ქვეყნის გამარჯვებისთვის, იმედი გვაქვს ამ არჩევნებზე წარმატებას მივაღწევთ, მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა ქალაქის მართვაზე," – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა სამსონ გუგავამ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2745
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია