დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„დაპატიმრებული“ ძროხები და „დასჯილი“ ძაღლები
2009/09/30 13:14:24

ქუ­თა­ი­სის და­სუფ­თა­ვების სამ­სახური, უკ­ვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია, ქუ­ჩა­ში, ბაღებსა თუ სკვე­რებში „მო­სე­ირ­ნე“ მსხვილ­ფეხა რქო­სან პი­რუტყვს „აპა­ტიმ­რებს“. მა­თი დახსნის სა­ფა­სუ­რად მე­სა­კუთ­რე საკ­რებულოს მი­ერ და­წე­სებულ 50-ლა­რი­ან ჯარი­მას იხდის. რუს­თა­ველ­სა და თა­მარ მე­ფის ქუ­ჩებთან კი ძროხები კვლავ ძვე­ლებურად განრთხმულ­ნი არი­ან და გამ­ვლელ-გა­მომ­ვლე­ლებსა თუ ავ­ტო­მან­ქა­ნებს „ყურად­ღების“ ღირ­სა­დაც არ თვლი­ან. მათ შო­რის რამ­დე­ნი­მეჯერ პა­ტიმ­რობაგა­მოვ­ლი­ლებიც „ბრძან­დებიან“.

„იყო შემთხვე­ვა, რო­ცა ერ­თი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი სამჯერ დაჯარიმ­და, მაგ­რამ საშ­ვე­ლი დღემ­დე არ ად­გებათ და რა ვქნათ? ამ დრო­ი­სათ­ვის 194 ოჯახია დაჯარი­მებული. არ შე­იძ­ლება, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მცხოვ­რებს ჰყავ­დეს მსხვილ­ფეხა სა­ქო­ნე­ლი, რად­გან ვერ უზ­რუნ­ველყოფს მათ მოვ­ლას სრულყოფი­ლად,“- გა­ნაცხადა ქუ­თა­ი­სის და­სუფ­თა­ვების სამ­სახურის უფ­რო­სის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელ­მა ნუგ­ზარ კი­ლა­ძემ.

სა­ქონ­ლის უხვი რა­ო­დე­ნობით გან­სა­კუთ­რებით გა­მო­ირ­ჩე­ვა ქა­ლაქ­გა­რე უბნები. „აქ იმ­დე­ნი ძროხა ჰყავთ, თა­ვი ზოგჯერ სო­ფელ­ში მგო­ნია. პატ­რო­ნი თით­ქმის არ აქ­ცევს ყურად­ღებას, რო­ცა მი­სი სა­ქო­ნე­ლი შუა ქუ­ჩებშია გა­წო­ლი­ლი... ყვე­ლა­ფერს ხომ საზ­ღვა­რი აქვს?!“- გვითხრა ავან­გარ­დის და­სახლებაში მცხოვ­რებმა ლუ­კა გა­გუ­ამ. თუმ­ცა სულ სხვაგ­ვა­რად საუბრობენ სა­ქონ­ლის მე­სა­კუთ­რე­ნი. ისი­ნი ძროხის ყოლას არა­ერთ სო­ცი­ა­ლურ პრობლე­მას უკავ­ში­რებენ.     „ერთხელ და­მაჯარი­მეს 50 ლა­რით. სა­მი ძროხა მყავს. ესაა ჩვე­ნი მარ­ჩე­ნა­ლი. პენ­სია მე არ მაქვს და ხელ­ფა­სი. შვი­ლები უმუ­შევ­რები არი­ან. ორი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს... მათ პუ­რი ხომ მა­ინც უნ­და ჭა­მონ?! რომ გავყიდო ეს სა­ქო­ნე­ლი, მე­რედა, ვინ აჭ­მევს ბავ­შვებს? ჩვენ ვინც დაგ­ვაჯარი­მა, ის ან ბრმა უნ­და ყოფი­ლი-ყო, ან უგუ­ლო. მე ერთს შე­გე­კითხებით: ძროხებს აპა­ტიმ­რებენ, ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლები და ყაჩა­ღები კი თა­ვი­სუფ­ლად და­თა­რე­შობენ, ესაა სა­მარ­თა­ლი? ქვეყნის დაქ­ცე­ვაც კა­ნონ­ში ხომ არ წე­რია?“- გვეუბნება ავ­ტო­ქარხნის და­სახლების ბოლო­ში მცხოვ­რები მა­რო სი­ლა­გა­ძე.

ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი არა­მარ­ტო მსხვილ­ფეხა რქო­სა­ნი სა­ქონ­ლის, მა­წან­წა­ლა ძაღ­ლების საკ­მა­ოდ დი­დი რა­ო­დე­ნობითაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. ეს გან­სა­კუთ­რებით შე­იმ­ჩნე­ვა ე.წ. „მწვა­ნე ბაზ­რის“ მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. რო­გორც და­სუფ­თა­ვების სამ­სახურ­ში აცხადებენ, ყოველ­დღი­უ­რად იჭე­რენ 12-15 ძაღლს. მაგ­რამ იმ აპა­რა­ტუ­რით, რაც მათ აქვთ, ბოლომ­დე მა­ინც ვერ უმ­კლავ­დებიან. აქ­ვე ისიც უნ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ, ნუგ­ზარ კი­ლა­ძის თქმით, ეს ცხოვე­ლები სოფ­ლი­დან ჩა­მოჰყავთ და ბაზარ­თან ტო­ვებენ, რა­საც მო­სახლეობის კულ­ტუ­რის დაბალ დო­ნეს აბრა­ლებს: „თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი სტი­ლის ტექ­ნი­კა არ გაგ­ვაჩ­ნია. ჩვენ სა­ინ­სპექ­ციო ჯგუ­ფის დახმა­რებით (რო­მე­ლიც ოთხი კა­ცი­სა­გან შედ­გება), რკი­ნის „მა­შებით“ ვი­ჭერთ მა­წან­წა­ლა ცხოვე­ლებს. მა­შინ, რო­ცა ევ­რო­პა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლებები და ბადეებია. ამ ყვე­ლაფ­რის შე­ძე­ნა საკ­მა­ოდ დიდ თანხებთა­ნაა და­კავ­ში­რებული, რო­მელ­საც, ქა­ლა­ქის ბიუჯეტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯერჯერობით, ვერ შე­ვი­ძენთ,“- გა­ნაცხადა ნუგ­ზარ კი­ლა­ძემ.

მა­წან­წა­ლა ძაღ­ლების­გან და­ზა­რა­ლებული ადა­მი­ა­ნები კი საკ­მა­ოდ აღ­მოჩ­ნდა. „მე აქ გა­რეთ ვვაჭ­რობ, ერთხელ გვი­ა­ნობამ­დე დავ­რჩი. ჩემს გვერ­დით რა­ღაც ნარ­ჩე­ნები ეყარა. ჯერ მას, შემ­დეგ კი მე და­მე­სია სა­მი ძაღ­ლი. დაბნე­უ­ლი ვიყავი. რომ არა პატ­რუ­ლის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი, ალბათ, მთლი­ა­ნად დამ­გლეჯდნენ. ერ­თი სიტყვით, გა­ცო­ფებასაც გა­და­ვურ­ჩი. მას შემ­დეგ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ისევ აქ მო­ვი­დო­დი, მაგ­რამ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი დღემ­დე ვერ მი­პოვ­ნია. ზოგჯერ მო­დი­ან და იჭე­რენ ამ ძაღ­ლებს, მაგ­რამ უკ­ვე კარ­გა ხანია, არა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა,“ - გვითხრა ერთ-ერ­თმა გა­რე­მო­ვაჭ­რემ, თი­ნა უშ­ვე­რი­ძემ.

ის, რომ ბაზ­რის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­წან­წა­ლა ცხოვე­ლები მე­ტია, ვიდ­რე ქა­ლა­ქის სხვა ნა­წილ­ში, ამას ბატო­ნი კი­ლა­ძე, პირ­ველ რიგ­ში, გა­რე­ვაჭ­რობას, შემ­დეგ კი, ქა­ლაქ­ში ურ­ნების ნაკ­ლებობას უკავ­ში­რებს.

„ქა­ლაქ­ში სულ 400-მდე ურ­ნაა, მა­შინ, რო­ცა და­მა­ტებით მი­ნი­მუმ 2000-ია სა­ჭი­რო. ერ­თის ღი­რებულება კი, დაახლოებით 1000 ლარს შე­ად­გენს. ად­გი­ლობრივ­მა თვით­მმარ­თვე­ლობამ გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლება იტა­ლი­ურ ფირ­მა „რა­ფა­ნო სერ­ვის­თან“, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლია, და­ინ­ტე­რე­სებულია ნი­კე­ა­ზე არ­სებული ნა­გავ­საყრე­ლით. ისი­ნი ყვე­ლა სხვა ტექ­ნი­კურ სა­შუ­ა­ლებებთან ერ­თად ურ­ნებით და ნაგ­ვის ავ­ტო­მან­ქა­ნებით მოგ­ვა­მა­რა­გებენ (რო­მე­ლიც, რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნ­და იყოს, მხოლოდ 4 ემ­სახურება ქა­ლაქს), შე­საბამი­სად, ნელ-ნე­ლა, ეტა­პობრი­ვად, ყვე­ლა პრობლე­მა მოგ­ვარ­დება,“ - გვამ­შვი­დებს ბატო­ნი ნუგ­ზა­რი. იმა­ვეს გვი­დას­ტუ­რებს ქა­ლა­ქის ვი­ცე-მე­რი ზა­ზა ნუ­ცუბიძე, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით იმყოფებოდა იტა­ლი­ა­ში, ნი­კე­ას ნაგა­ვსაყრელ­თან და­კავ­ში­რებით: „ჩვენ 30 წლი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლება გა­ვა­ფორ­მეთ ამ ფირ­მას­თან. სა­მუ­შა­ოები უკ­ვე დაწყებულია. მო­მა­ვა­ლი წლი­დან ურ­ნებიც შე­მო­ვა და ავ­ტო­მან­ქა­ნებიც. 30 წლის შემ­დეგ კი ყვე­ლა ტექ­ნი­კა ჩვენ­თან დარ­ჩება, რაც მომ­გებია­ნია ქა­ლა­ქის­თვის.“

ად­გი­ლობრი­ვი ხელი­სუფ­ლება, რო­გორც ჩანს, საკ­მა­ოდ შორს იხედება და მო­მა­ვალ (30 წლის შემ­დეგ) პერ­სპექ­ტი­ვა­ზე საუბრობს. მაგ­რამ მა­ნამ ძროხები კვლავ „სე­ირ­ნობენ“ ბაღებსა და სკვე­რებში, უმ­წეო ლეკ­ვებს კი მათი პატრონები კვლავ ტო­ვებენ ბაზარ­თან...

 

ნა­ტა უჩა­ვა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1564
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია