დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგი უგულავა: საკრებულომ კორპუსებში მცხოვრებ თბილისელებს სილა გააწნა
ავტორი:
2013/09/09 16:49:03
თბილისის მერი გიგი უგულავა ამხანაგობების პროგრამების შეჩერების შესახებ საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არაკომპეტენტურს და დაუსაბუთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, საკრებულომ „სილა გააწნა“ კორპუსებში მცხოვრებ თბილისელებს. „მათი არგუმენტი უსუსურია, თითქოსდა ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები არიან ისინი, სიმართლე გითხრათ, არავის კოორდინატორები ისინი არ არიან, ისინი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელიც კორპუსმა აირჩია და შესაბამისად, აი ამ პროგრამების განხორციელებისთვის იღებდნენ ძალიან მცირე, დაახლოებით 100 ლარ ანაზრაურებას. არსებობს გამოთქმა და ჭკვიანი ადამიანი, თუ ჭკვიანი პარტია თუ ჭკვიანი ჯგუფი ამ გამოთქმით იხელმძღვანელებდა, რომ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო. არ გაითვალისწინეს მათ ჩვენი მოსაზრებები და შედეგიც მივიღეთ ის, რომ პრაქტიკულად მოგვიწევს შეწყვეტა დაფინანსების ლიფტების, სახურავების, შიდა კომუნიკაციების, სადარბაზოების კეთილმოწყობის და ა.შ.“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ამასთან, თბილისის მერი გამოძიების მინდინარეობასაც შეეხო და თვითმმართველ ორგანოებში მაკონტროლებლების შესვლას პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი უწოდა. „პირველი ოქტომბრის მერე ვისაც არ ეზარებოდა თბილისის მერიასა და გამგეობაში ყველა მაკონტროლებელი შემოვიდა. ვისაც ისევ ვიმეორებ არ ეზარებოდა, იმიტომ, რომ  დაწყებული კონტროლის პალატიდან და დამთავებული პროკურატურით კაცი აღარ დარჩა, ვინც არ დაიკითხა, დოკუმენტი არ დარჩა რაც არ წაუღიათ, აი ესე ბადით თევზაობას დაემსგავსა ეს გამოძიება. ამიტომ, ეხლა საკრებულოს სარევიზიო კომისია, რომელიც პირდაპირ პოლიტიკური ინსტრუმენტია ახალი უმრავლესობის საკრებულოში შემოვა თუ გავა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ის ვერც არსებით რამეს მოიტანს და ის წინასწარვე პოლიტიკურად მოტივირებულია, რომ არაფერი ვთქვათ მის კომპეტენციის ხარისხზე“, - აღნიშნა გიგი უგულავამ. ამასთან, როგორც ქალაქის მერი აღნიშნავს, სიტუაციის გამოსასწორებლად ჯერჯერობით ვერაფერს ვეღარ გააკეთებს საკრებულო, იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გამო საბიუჯეტო ცვლილება ნოემბრამდე აკრძალულია. „პასუხისმგებლობა ბუნებრივია თავიდან ბოლომდე ეკისრება პირადად საკრებულოს თავმჯდომარეს და ასევე იმ 24 ადამიანს, ვინც ამ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. მათი არგუმენტი აბსოლუტურად უსუსურია, თითქოს მერიის მიერ წარდგენილ ბიუჯეტში იყო ეს. ბუნებრივია, ჩვენს მიერ წარდგენილი ბიუჯეტი იყო, მაგრამ ვიცოდით რა, რომ შეიძლება ბიუჯეტი ჩავარდნილიყო და საერთოდ საბავშვო ბაღების და ყველაფრის პარალიზება მომხდარიყო, ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით დავთანხმებოდით ამას, მაგრამ ასევე გავაფრთხილეთ იმ შედეგებზე, რომელიც დადგებოდა. შედეგი იქნება ძალიან სავალალო და უნდა სამწუხაროდ ვაღიაროთ, რომ ამ თავხედურმა და აღვირახსნილმა არაკომპეტენტურობამ, კიდევ ერთხელ დააზარალა თბილისელების ინტერესი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია