დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვაშაძე: ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესს ხელისუფლება შეგნებულად აჭიანურებს
ავტორი:
2013/09/09 15:54:02
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესებს შეგნებულად აჭიანურებს ხელისუფლება, რათა არჩევნებამდე მის უდანაშუალობაზე პასუხი არ ჰქონდეს საზოგადოებას. ამის შესახებ ვაშაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ისაუბრა. გიორგი ვაშაძის თქმით, ვანო მერაბიშვილს ბრალი არაუფლებამოსილმა მოსამართლემ წაუყენა. "ფაქტია, რომ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად სცადა და პროცესი გადაიტანა ქუთაისში და ვანო მერაბიშვილს ბრალი არაუფლებამოსილმა მოსამართლემ წაუყენა. ადვოკატები, ამ უკანონობას აუცილებლად გაასაჩივრებენ საქართველოს შიგნითაც და გარეთაც. მერაბიშვილის სასამართლო პროცესებს ხელოვნურად აჭიანურებს ხელისუფლება, რადგანაც საზოგადოებას არჩევნებამდე არ ჰქონდეს პასუხი მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით", - აცხადებს ვაშაძე. შეგახსენებთ, დღეს, ვანო მერაბიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკური პატიმარია და მისი დაპატიმრება "ნაციონალური მოძრაობის" დასასუსტებლად მოხდა. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1682
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია