დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს დელეგაცია ერევანში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალურ დიალოგს დაესწრება
ავტორი:
2013/09/09 14:20:06
საქართველოს დელეგაცია ერევანში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალურ დიალოგს დაესწრება საქართველოს დელეგაცია 12-13 სექტემბერს, ერევანში დაგეგმილ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მესამე შეხვედრას დაესწრება.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრების სესიის გარდა ითვალისწინებს შეხვედრას განათლების საკითხებზე დარგობრივი მინისტრების მონაწილეობით.
ქართული მხრიდან არაფორმალურ დიალოგს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი დაესწრებიან.
ევროკავშირის მხრიდან კი შეხვედრას დაესწრებიან: გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი და ევროკომისარი განათლების, კულტურის, მულტილინგუალიზმის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ანდრულა ვასილიუსი.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მესამე შეხვედრა წინ უსწრებს 2013 წლის 28-29 ნოემბერს, ვილნიუსში დაგეგმილ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მესამე სამიტს, რაც მხარეებს სამიტისთვის უფრო ეფექტიანად მომზადების შესაძლებლობას, დასახული მიზნების მიღწევის გზებსა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის საშუალებას მისცემს.
წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/politika/252174
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1675
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია