დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"შევარდნაძემ მიშა შეგვაყვარა და ბიძინამ მიშა"
ავტორი:
2013/09/09 11:50:03
იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტთან უკვე მესამე დღეა შიმშილობენ, აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ბომბის არსებობა მათ დასაშლელად მოიგონეს. პარლამენტის შენობის წინ იპოთეკარებს კარვები ჰქონდათ გაშლილი და შვიდი მოქალაქე შიმშილობდა. მოშიმშილეების თქმით,  გუშინ, მათთან იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ზაზა ჩუბინიძე იყო მისული, რომელმაც მათ დაშლისკენ მოუწოდა. "გუშინ არ დაგვარბიეს და დღეს ეს ბომბი ჩვენს დასაშლელად მოიგონეს. მაგენი პარლამენტში არ უნდა გავაჩეროთ. მშიშრებო, კურდღლებო, ნაძირლებო, კურდღლების პარლამენტო, ხალხს ვერ უვლით. ხომ გაგიგონიათ, მგელო მოდის, მგელო მოდისო, თქვენც ისე დაგემართებათ. მართლა ბომბს დავდებთ და აგაფეთქებთ. შევარდნაძემ მიშა შეგვაყვარა და ბიძინამ მიშა", - აცხადებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი იპოთეკარები. იპოოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები ტერიტორიის დატოვებასა და აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. მათი თქმით, საცხოვრებლების დაკარგვის საფრთხის წინაშე ბათუმში და ფოთში მცხოვრები მოქალაქეებიც არიან, რომლებიც მათ შეუერთდებიან. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ბომბის შესაძლო არსებობის მიზეზით ევაკუაცია გამოცხადდა. ანალოგიური შემთხვევა, დაახლოებით, ერთი თვის წინ მოხდა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია