დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა დეოკუპაციამდე შეუძლებელია"
ავტორი:
2013/09/09 11:37:02
სომეხი კოლეგის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოც და რუსეთიც აფხაზეთის რკინიგზის გახსნით დაინტერესებულები არიან და შეთანხმება მიღწეულია, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გამოეხმაურა. ბოკერიას განცხადებით, რკინიგზის აღდგენის იდეას დაკავშირებულია სერიოზულ რისკებთან, რომლებიც რუსეთისა და ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორებიდან გამომდინარეობს. „რაც შეეხება, რკინიგზის აღდგენის იდეას, პროექტი დაკავშირებულია სერიოზულ რისკებთან, იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაცია სადაც ახლოსაა, იქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს გადის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ პროექტის გახორცილეებისას უნდა გავითვალისიწნოთ ყველა ეს სირთულე“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. მისივე თქმით, მსგავსი პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ნაწილი პაკეტისა, რომლითაც გვარდება დეოკუპაციის საკითხი. ამასთან, ბოკერიამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ფუნდამენტურ შეცდომას და არ დააზიანებს საქართველოს ინტერესებს.  უშიშროების საბჭოს მდივნის განმარტებით, საქართველოსთვის სტრატეგიული ინტერესია ყარსი-ახალქალაქის უკვე მიმდინარე პროექტის განხორციელება. მისი თქმით, ეს არის სერიოზული პროექტი, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს, ევროპას და რომელიც საქართველოს აწყობს ეკონომიკურად, სტრატეგიულად და აკავშირებს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1821
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია