დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით 9 სექტემბერს თბილისში ავიაშოუ მოეწყობა
ავტორი:
2013/09/09 11:21:02
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 9 სექტემბერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გეგმავს. ამ მიზნით, საქართველოს სამხედრო ავიაციის ისტორიაში პირველად დაგეგმილია ავია-შოუს მოწყობა. ღონისძიებისათვის მზადების ფარგლებში,  თბილისში, ისანი-სამგორის რაიონის თავზე ფრენებს ახორციელებენ Су-25 და L-39 ტიპის თვითმფრინავები, რომლებიც შოუს განმავლობაში სხვადასხვა სახის საავიაციო ილეთებს შეასრულებენ. 8 სექტემბერს, 11:00-15:00 საათებში, ავია-შოუსთან დაკავშირებით დაგეგმილია გენერალური რეპეტიცია. ფრენები განხორციელდება მარნეულის სამხედრო აეროდრომიდან.  
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1670
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია