დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მოქსოვილი თოჯინები
ავტორი:
2013/09/09 11:55:02
საიტ“bglife.ru”-ზე მოთხრობილია შემდეგი ისტორია: ”ცოლ-ქმარმა ერთად გაატარა 60 წელი. მათ ერთმანეთისგან არაფერი გააჩნდათ დაფარული. მხოლოდ ერთი საიდუმლო ჰქონდა ცოლს. მისი კარადის ზედა თაროზე იდო ფეხსაცმლის ყუთი, რომელშიც ქმარს არასოდეს არ ჩაუხედავს. როდესაც ქალს წლები მოერია და ლოგინად ჩავარდა, გადაწყვიტა გაემხილა თავისი საიდუმლო და სთხოვა ქმარს, ჩამოეღო თაროდან ყუთი... ქმარმა მოუტანა ყუთი და როდესაც გახსნა, დაინახა იქ ორი ძალიან ლამაზი მოქსოვილი თოჯინა და ფულის დასტა - 25 ათასი დოლარი. -ეს რა არის? -  ჰკითხა გაკვირვებულმა. - იცი, ჩვენი ქორწილის წინ ჩემმა საყვარელმა ბებიამ გამანდო  ოჯახური ბედნიერების  საიდუმლო. მან მითხრა: ”როდესაც ქმარზე გაბრაზდები, არასოდეს არ შეეკამათო, წადი უჩუმრად და მოქსოვე ერთი თოჯინა”. ქმარს თვალებზე ცრემლები მოადგა - ყუთში ხომ მხოლოდ ორი თოჯინა იდო! მან ჰკითხა მეუღლეს: - კარგი და...ეს რაღა ფულია - შენ ხომ არასოდეს გადაგინახავს თანხა, ჩვენ ხომ ყველაფერს ოჯახს ვახარჯებდით? - ეგ ფული თოჯინების გაყიდვით დამიგროვდა!”
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია