დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პუტინი და ობამა ერთმანეთს უნდა შეხვდნენ -გორბაჩოვი
ავტორი:
2013/09/09 09:56:03
საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ გორბაჩოვმა ბიბისის ტელეგადაცემა Newsnight-ში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რაც შეიძლება მალე უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და სირიის საკითხი განიხილონ. გორბაჩოვის თქმით, რუსეთი მზადაა გააგრძელოს მშვიდობიანი ურთიერთობები ამერიკასთან, თუმცა პუტინის გარშემო არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამერიკასთან შეუძლებელია დიალოგის გამართვა, „რადგან იგი მიეჩვია მბრძანებლობას და სხვაგვარად არ შეუძლია“.გორბაჩოვი სირიაში სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ეს გზა არასწორია. იგი თვლის, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატის გარეშე საომარი მოქმედებების დაწყებამ შესაძლოა მთელს მსოფლიოში ქაოსი გამოიწვიოს. როგორც გორბაჩოვმა აღნიშნა, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, რუსეთის თითქმის მთელი მოსახლეობა ეწინააღმდეგება სირიაში საომარი ოპერაციის განხორციელებას და თუ ამერიკელებსაც გამოკითხავენ და მათი „აზრის რედაქტირებას“ არ მოახდენენ მათი რეაქციაც ანალოგიური იქნება. „მე ვურჩევ პრეზიდენტებს სწორედ აქედან გააკეთონ დასკვნები“- განაცხადა გორბაჩოვმა. წყარო BBC
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია