დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კუკავა: ზურაბიშვილს მარტო მაშინ უნდა ქართველობა, თუ პრეზიდენტი გახდება
ავტორი:
2013/09/06 15:01:03
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს იმ შმეთხვევაში უნდა ქართველობა, თუ პრეზიდენტი გახდება, სხვა შემთხვევაში კი უნდა რომ იყოს ფრანგი. ამის შესახებ კახა კუკავამ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში განაცხადა. „არ მინდა ქალბატონ სალომეს გული ვატკინო, მაგრამ უნდა ვთქვა ის, რაც ვიღაცამ უნდა თქვას - სირცხვილია საფრანგეთის მოქალაქის პასპორტით საქართველოს პრეზიდნტის არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის უპასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე. ქალბატონ სალომეს მარტო მაშინ უნდა ქართველობა, თუ პრეზიდენტი გახდა. თუ ვერ გახდა, მაშინ უნდა რომ იყოს ფრანგი.“- აცხადებს კუკავა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არჩევნებში ბევრ ვერაფერს შეცვლის.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია