დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კოტე ინაშვილი: სახელმწიფო უწყებებში დაპირისპირებას „ნაციონალები“ იწვევენ
ავტორი:
2013/09/06 14:18:02
ჟურნალისტის და უფლებადამცველის კოტე ინაშვილის განცხადებით, მიხეილს სააკაშვილს ჰყავს „ფოკუს-ჯგუფები", როგორც კრიმინალური სამყაროში, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებში. მისი თქმით, დღეს, სახელმწიფო ინტიტუტებში - შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარი პროკურატურაში, უსაფრთხოების სამსახურებში, შედიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს. ინაშვილის თქმით, კლანური დაჯგუფებები, კოჰაბიტაციის შედეგად, ცდილობენ რომ ძალაუფლება მოიპოვონ საქართველოს სხვადადასხვა რეგიონებში. ეს არის ვითარების გამწვავების ერთ-ერთი მიზეზი, რამაც გამოიწვია კოალიცია „ქართული ოცნების“ ჯგუფში დაპირისპირება და უკმაყოფილება. „ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ის ძალა, რომელმაც არ დაზოგა საკუთარი სიცოცხლე და უსაფრთხოება, დღეს ეს ადამიანები არიან კადრს მიღმა და მათ ბედს ემუქრება საფრთხე“, - აცხადებს ინაშვილი. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია