დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ
ავტორი:
2013/08/31 10:18:02
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ქსელის რეაბილიტაციის გამო, დღეს, ერთი საათით, 11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზუგდიდის 7 100 აბონენტს. 1-ელ სექტემბერს, 07:00-დან 10:00 საათამდე დენი გაეთიშება ასევე ფოთის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ლანჩხუთის და ხობის რაიონებს - სულ 47 200 აბონენტს; 07:00-დან 15:00 საათამდე კი ფოთის და ლანჩხუთის 22 400 აბონენტს, 11:00-დან 18:00 საათამდე - მარტვილის რაიონის 4174 აბონენტს. 2 სექტემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე გაითიშება ოზურგეთის რაიონის სოფლების 800 აბონენტი, ზემო აჭარის რაიონის სოფლების 935 აბონენტი. 3 სექტემბერს, 10:30-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგია შეეზღუდება თიანეთის რაიონის სოფლების 1644 აბონენტს, 11:00-დან 18:00 საათამდე - მარნეულის რაიონის სოფლების 382 აბონენტს, 10:00-დან 18:00 საათამდე - ზემო აჭარის რაიონების სოფლების 1800 აბონენტს. 4 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე გაითიშება მცხეთის რაიონების სოფლების 4173 აბონენტი, 11:00-დან 14:00 საათამდე - რუსთავის რაიონის სოფლების 161 აბონენტი; 5 სექტემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე - მარნეულის რაიონის სოფლების 1459 აბონენტი; ხოლო 6 სექტემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე - მარნეულის და თეთრიწყაროს რაიონების სოფლების 8429 აბონენტი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია