დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუისი-აგარას მონაკვეთის მშენებლობა დაათავლიერა
ავტორი:
2013/08/30 11:56:02
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა მოადგილე გიორგი ამაშუკელთან ერთად რუისი-აგარა-აგარას შემოვლითი საავტომობილო გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის კმ95-114 (რუისი-აგარა) მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები; #1, #2 და #3 (რუისისა და ქარელის გზაგამტარები) გზაგამტარებზე ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს რიგელების მოწყობისა და გზაგამტარებზე მისასვლელი გზების ყრილების მოწყობის სამუშაოები. დასრულებულია წყალგამტარი და რკინაბეტონის 2 მიწისქვეშა გასასვლელის მშენებლობა, სადაც ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 17 დეკემბერს დაიწყო და 2014 წლის ბოლოს დასრულდება.კონტრაქტორი კომპანია - China Nuclear Industry, დონორი კი მსოფლიო ბანკია. პროექტის ბიუჯეტი კი 70 756 744,92 ლარს შეადგენს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1835
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია