დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობა
რა გახდა გოჩა თევდორაძის და დიმიტრი კოპალიანის დაპირისპირების მიზეზი?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/02 13:13:44

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ დირექტორი სულხან ქობულაძე ქუთაისის მერიაში შექმნილ დაძაბულ მდგომარეობას  “საქართველოს პატრიოტთა ალინსის“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოჩა თევდორაძეს უკავშირებს და აცხადებს, რომ თვითმართვ ელობაში საკადრო ცვლილებას დარაჯის დონეზეც კი თევდორაძე განკარგავს და რეალურ რეორგანიზაციასაც თავად უშლის ხელს.

„ადგილობრივ თვითმმართველობას ამ დრომდე გოჩა თევდორაძე მართავს.  ქუთაისის მერად კოპალიანის დანიშვნა გოჩა თევდორაძეს ხელს აძლევდა, ვინაიდან კოპალიანი იყო კანდიდატი, რომელსაც თავისი გუნდი არ ჰყავდა, ამიტომ თევდორაძემ ჩათვალა, რომ  ადვილად სამართავი იქნებოდა. თუმცა, როდესაც კოპალინმა ხელი შეუშალა ქუთაისში ე.წ.მწვანე ზოლის 25 წლიანი იჯარით თევდორაძისათვის გადაცემას, ამის საპასუხოდ „პატრიოტთა“ ლიდერი თანაგუნდელებთან ერთად ქუთაისის ახლად არჩეულ მერს იმპიჩმენტით ორჯერ დაემუქრა. დიმიტრი კოპალინმა შვებულებაში გასვლით დრო მოიგო. აღსანიშნავია ასევე , რომ მერიის მართველობაში აქტიურად ერევა საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ყოფილი მერი გია თევდორაძე. მერია და მუნიციპალიტეტები ჯერ კიდევ „ნაციონალების“ შტაბბინაა, ხშირად ხუმრობენ „ნაციონალების“ აქტივისტები: „დილით მერიაში ვმუშაობთ და საღამოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭრები ვართო“-აღნიშნა „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“დირექტორმა.

მისივე განცხადებით, თევდორაძეს ცენტრალურ ხელისუფლებაში ყავს ლობისტები, რის გამოც არც თუ სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე გოჩა თევდორაძე განკარგავს ქალაქის ბედს. სულხან ქობულაძე მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას, ხელი აიღოს გოჩა თევდორაძის ლობირებისგან და არ მისცენ მას საშუალება ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის მუშაობაში ჩაერიოს.

 

 

P.S. ზემოთაღნიშნულ ბრალდებებზე "პატრიოტთა ალიანსში" კომენტარს არ აკეთებენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4220
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია