დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"კიდევ რამდენი ოჯახი უნდა გააუბედუროს ამ სათამაშო ბიზნესმა?“
2015/02/11 15:04:20

"მაგიდაზე იყო მუხლებით შემდგარი. იქვე ღვინო ედგაო. ეტყობა სითამამისთვის დალია იმ უბედურმა."




"კიდევ რამდენი ოჯახი უნდა გააუბედუროს ამ სათამაშო ბიზნესმა, რამდენი დედა გაამწაროს და რამდენი შვილი დააობლოს, რომ სახელმწიფომ რამე ზომა მიიღოს?!"




ქვეყანაში არ არსებობს სტატისტიკა იმისა, ბოლო წლების განმავლობაში რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა აზარტულ თამაშებს, მაგრამ ალაბთ არ დარჩა ადამიანი ქვეყანაში, რომლის ნაცნობს თუ არა, ნაცნობის ნაცნობს მაინც არ შემთხვეოდა მსგავსი ტრაგედია. თავის მოკვლამდე მისულ ადამიანთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. რამდენიმე დღის წინ, თბილისში, კიდევ ერთმა ბიჭმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი სწორედ ტოტალიზატორი გახდა. 


"თორნიკე 31 წლის იყო, აფხაზეთიდან დევნილი. მეუღლე და 6 წლის ბიჭი დარჩა. იმ საბედისწერო დღეს მის შვილს დაბადების დღე ჰქონდა, საცოდავმა სამუდამოდ შეაძულა ბავშვს დაბადების დღე."- ამბობს ჩვენთან საუბარში ოჯახის ახლობელი, რომელიც ტრაგედიის დეტალებზე გვესაუბრება: 

 

- წესიერი ბიჭი იყო, თუ თამაშობდა, ოჯახშიც არ იცოდნენ... ობლობაში გაზარდა დედამისმა ის და მისი დები. ახლაც მუშაობდა, მგონი, მშენებლობაზე. არ იცით, აქ რა საცოდაობა ტრიალებს. გული მოგიკვდება მაგის ოჯახის წევრების შემყურეს.

- სად მოხდა ტრაგედია?
- საკუთარ სახლში, მეორე ოთახში - დედის საძინებელში გასულა და იმ ოთახის აივანზე ჩამოუხრჩვია თავი. მაგიდაზე იყო მუხლებით შემდგარი. იქვე ღვინო ედგაო. ეტყობა სითამამისთვის დალია იმ უბედურმა. ისე ჰქონია თოკი გაკვანძული, კარგა ხანს ვერ გაუხსნიათ. გვიან ღამე გასულა სახლიდან, მეუღლისთვის უთქვამს, - შენ დაიძინე და მალე მოვალო. ეტყობა იმ გოგომ იფიქრა, სადღაც მეგობრებში ან ეზოში იქნებოდა ჩასული. როგორ მობრუნდა, აივანზე როგორ გავიდა, ვერ გაიგეს... რას იფიქრებდა ვინმე, თუ ასეთ საშინელებას ჩაიდენდა... 

- როგორ ვერაფერი შეატყვეს, მომხდარს წინაპირობა არ ჰქონდა?
- არაფერი. ერთი მშრომელი ბიჭი იყო. ბევრჯერ მინახავს, სახლში ჩანთებით დატვირთული მიდიოდა და მიფიქრია, რა ცოტაა ახლა ასეთი ახალგაზრდა მეოჯახე ბიჭები-მეთქი. მის პატიოსნებას დედამისის დამსახურებად მივიჩნევდით, - სულ კუდში დასდევდა საწყალი ქალი, თავს არ ზოგავდა, რომ შვილები კარგად აღეზარდა. ქალი მამაკაცივით შრომობდა და ისე არჩენდა შვილებს, სანამ წამოიზრდებოდნენ. არავინ თქვას, რომ უყურადღებობის გამო სცდებიან გზას ადამიანები, - ყველაფერს ეცადა დედა, რომ შვილი სწორ გზაზე დაეყენებინა, მაგრამ ამ ეშმაკისეულ თამაშს წინ ვერაფერი აღუდგა. როგორც ამბობენ, დიდი ფული წააგო. არავინ იცის, რა ეშმაკი შეუჩნდა... ეტყობა, ვერ შეძლო და ვერ უთხრა ოჯახს, ვერ გაამხილა თავისი შეცდომა, თორემ დედამისი ისეთი ყოჩაღი ქალია, ყველაფერს გააკეთებდა შვილის გადასარჩენად. შეიძლება, ვერ აპატია თავს, რომ ასეთი რამ დაემართა. ყველას ერთნაირი ხასიათი ხომ არ აქვს?! ნეტავ ეთქვა, ხომ ააცილებდა ამხელა უბედურებას ოჯახს. კიდევ რამდენი ოჯახი უნდა გააუბედუროს ამ სათამაშო ბიზნესმა, რამდენი დედა გაამწაროს და რამდენი შვილი დააობლოს, რომ სახელმწიფომ რამე ზომა მიიღოს?! 

 

 

წყარო: http://www.kvirispalitra.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია