დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიძინა ივანიშვილი – უნდა ვეცადოთ, რომ საქართველო ნატო-ს გაფართოების შემდეგ ტალღაში აღმოჩნდეს
ავტორი:
2013/09/02 12:09:02
ჩვენი ქვეყანა უნდა ეცადოს, რომ სხვა ასპირანტ ქვეყნებთან ერთად ნატო-ს გაფართოების შემდეგ ტალღაში აღმოჩნდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს სასტუმრო "რედისონში" ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. "მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სხვა ასპირანტ ქვეყნებთან ერთად ნატო-ს გაფართოების შემდეგ ტალღაში აღმოჩნდეს. ჩვენს ქვეყანას თავისი წვლილი შეაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ მხრივ, აღსანიშნავია საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ჩვენს ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ამ მისიის შესრულება", – აღნიშნა პრემიერმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ღირსეულ პატივს მიაგებს ავღანეთში დაღუპულ ქართველ გმირებს. "მთავრობამ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს უპრეცედენტო კომპენსაცია გამოუყო. კარგად გვესმის, რომ დანაკლისს ვერაფერი აანაზღაურებს, მაგრამ ეს არის მათ მიმართ მოწიწების გამოხატულება", – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე. "საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიით განსაზღვრული პირობებით წარიმართება. ეს თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ინტერესებს და მათ მისაღწევად სხვადასხვა სფეროში ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას", – განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავება. "საქართველო თავისი უახლოესი მეზობლებისთვის უნდა იქცეს ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის სივრცედ. მე ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტები სწორედ ამ ქვეყნებში განვახორციელე და მეგობრული ურთიერთობები დავამყარე მათ პოლიტიკურ ლიდერებთან, რაც ძალიან მახარებს. მოვუწოდებ აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს გააღრმაონ და განავითარონ ეს კეთილმეზობლური ურთიერთობები", – აცხადებს ივანიშვილი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1626
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია