დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კომპანია " ვენდი " ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარებას საქართველოში " ვისოლ ჯგუფთან " ერთად იწყებს
ავტორი:
2013/08/29 16:54:02
მულტინაციონალური კომპანია "ვენდი" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარებას იწყებს საქართველოში და 12 სექტემბერს "ვენდის" პირველ რესტორანს თბილისში , რუსთაველის გამზირზე გახსნის. 1000 კვადრატულამდე ფართობზე განთავსებული ორსართულიანი "ვენდის" ამერიკული რესტორანი, ბავშვთა გასართობ და სადღესასწაულო ცენტრს, სათამაშო ზონას და კაფეს მოიცავს. "ვენდის" კაფეში უმაღლესი კლასის ყავისა და დესერტის შესათავაზებლად "ვენდის" პერსონალს პროფესიული ტრენინგი ყავის წარმოების საუკუნოვანი გამოცდილების მქონე იტალიური ბრენდის "ტრუჩილოს" საერთაშორისო ექსპერტმა სტავროს ლამპრინდისმა ჩაუატარა. "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს "ვენდის" შენობა დაათვალიერებინა. როგორც ფხაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, საქართველოს დინამიურად მზარდ ბაზარზე შემოსვლა "ვენდის" აღმოსავლეთ ევროპაში განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. "ჩვენ გვეამაყება, რომ ამ ბრენდის განვითარება ექსკლუზიურად "ვისოლ ჯგუფს" ერგო წილად, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში. "ვენდისათვის" ისევე როგორც "ვისოლ ჯგუფისათვის" პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი უმთავრესი პრიორიტეტია" , - განაცხადა სოსო ფხაკაძემ. "ტრუჩილოს" წარმომადგენლის ფაუსტა კოლოსიმოს განცხადებით, "ტრუჩილო " აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ყავას. "ესპრესო - რვა სხვადასხვა ყავის მარცვლისგან მზადდება, რომელსაც აქვს განსაკუთრებული სუნი და გემო ", -აღნიშნა ფაუსტა კოლოსიმომ. იტალიური "ტრუჩილოს" ექსპერტი სტავროს ლამპრინდისი ბარისტთა 12 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატია, "ვენდის" კაფე მისი დახმარებით ერთგულ მომხმარებლებს 15 სახეობის უგემრიელეს ყავას შესთავაზებს, ესენია : ესპრესო, ესპრესომაკიატო, ამერიკანო, კაპუჩინო ლატე, კარამელ მაკიატო, მოკა და სხვა. სოსო ფხაკაძის ინფორმაციით, " ვისოლ ჯგუფი " მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე, ამერიკული ბრენდის რესტორნების გახსნას გეგმავს როგორც საქართველოში, ასევ აზერბაიჯანში. "ვენდის" პირველ რესტორანში 80-მდე ადამიანი დასაქმდება. რუსთაველის გამზირზე მდებარე "ვენდის" რესტორნის ინტერიერი ცნობილმა ამერიკულმა დიზაინერულმა კომპანიამ შექმნა. დიზაინის კონცეფციაზე მუშაობა 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დიზაინის შექმნაში მონაწილეობა ამერიკულ კომპანიასთან ერთად ქართულმა ორგანიზაციამ Designbureau.ge მიიღო.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1790
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია