დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი მესტიაში ტაძრის კურთხევას დაესწრო
ავტორი:
2013/09/01 17:37:03
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი დღეს, მესტიაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევას დაესწრო. მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგილობრივ მრევლს ტაძრის კურთხევა მიულოცა. "დღეს დიდი სიხარულია საქართველოში, იმიტომ, რომ მესტიაში გაიხსნა მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი. ამ სიხარულს ვიზიარებთ ჩვენს სვან ძმებთან და მთელ საქართველოსთან ერთად. პატრიარქი ამობრძანდა და ჩვენ ერთად ვილოცეთ ახალ ტაძარში",-განაცხადა მარგველაშვილმა. საკვირაო წირვას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მინისტრთა კაბინეტის და საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ბიზნესმენი ლევან ვასაძე. როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, ახალი ტაძრის კურთხევა ისტორიული დღეა. "პატრიარქმა ხელი მოაწერინა სვანებს სიგელზე, რომლითაც ჩვენ, ყველანი ვინანიებთ ერთმანეთის შუღლს მთელი საქართველოს მასშტაბით. ბედნიერი ვარ, რომ აქ არის ჩემი მეგობარი, საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და ყველანი ერთად სიკეთესა და მადლში ვართ",-განაცხადა ვასაძემ. აღდგომის სახელობის ტაძრის კურთხევას და საკვირაო წირვას ასევე დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი. "გამორჩეული დღეა სვანეთისთვის, მისი უწმინდესობა ჩამობრძანდა, ტაძარი იკურთხა. გამორჩეული კუთხეა თავის სიწმინდეებით, ეკლესიების სიმრავლით, ხატებით. ადგილობრივები ამბობენ, სამყარო სვანების ლოცვაზე დგასო და ჩვენს კანდიდატსაც, დარწმუნებული ვარ, ეს ლოცვა დაეხმარება გამარჯვებაში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1867
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია