დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ბაქრაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
ავტორი:
2013/08/30 18:52:02
"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს პრეზიდენტობის კანდიდატი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში იმყოფებოდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ძირითადი პრობლემა უმუშევრობა და შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტებია. მოსახლეობის თქმით, წინა ხელისუფლების დროს დაწყებული გაზიფიკაცია შეჩერებულია. ამის შემდეგ დავით ბაქრაძე სოფელ განთიადში ციხელაშვილების ოჯახს ესტუმრა, მასპინძლებმა ზემოაღნიშნულ პრობლემებთან ერთად სარწყავი წყლის უქონლობაზეც გაამახვილეს ყურადღება. დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია გათვალისწინებული იყოს საქართველოს თითეული მოქალაქის ინტერესი, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მთავრობის კონტროლი. დღესვე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დავით ბაქრაძემ დმანისში საარჩევნო შტაბი გახსნა. დავით ბაქრაძე ხვალ გურჯაანის მუნიციპალიტეტს ეწვევა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია