დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე ნდობით აღჭურვილ პირთა დარბაზი შექმნა
ავტორი:
2013/09/09 11:11:02
პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ, ნდობით აღჭურვილ პირთა დარბაზი ჩამოაყალიბა. დარბაზის შექმნის ინიციატორი და ხელმძღვანელი, ფილოლოგი ვალერი ასათიანია.  პრეზიდენტობის კანდიდატმა დარბაზთან პირველი შეხვედრა დღეს, სასტუმრო Holiday Inn- ში გამართა. შეხვედრაში მონაწილეობას დარბაზის წევრებთან ერთად, "სახალხო კრების" წარმომადგენლები იღებდნენ. როგორც ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, დარბაზის შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი საპრეზიდენტო კამპანიისთვის. "მოხარული ვარ, რომ დღეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საპრეზიდენტო კამპანიის გაძლიერებისთვის. დღეს აქ არიან შეკრებილნი ის ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები, მაგრამ აქტიურად მიჭერენ მხარს. ეს ადამიანების ჩაატარებენ ძალიან აქტიურ მხარდაჭერის კამპანიას“ , - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. მისივე თქმით, იგეგმება რეგიონალური წარმომადგენლობის შექმნაც. ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ნინო ბურჯანაძის მხარადმჭერთა რიცხვი ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. "საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შედის და ქალბატონი ნინოს მხარდაჭერის მზარდ ტენდენციას ყოველდღიურად ვგრძნობთ, რეგიონებშიც და დედაქალქშიც. ამას ხედავენ ჩვენი მთავარი კონკურენტის, გიორგი მარგველაშვილის ბანაკში, ეს ძალიან კარგად იციან ნეიტრალურმა ექსპერტებმაც, რადგან ეს არის ფაქტი“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1571
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია