დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მუსლიმმა მრევლმა ბათუმში მეჩეთისთვის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ილოცა
ავტორი:
2013/08/30 17:58:02
მუსლიმმა მრევლმა, რომელმაც დღეს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მეჩეთისთვის ტერიტორია შემოსაზღვრა, ლოცვაც შეასრულა. "ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძის თქმით, ახალი მეჩეთი ქართული არქიტექტურული ორნამენტებით მრევლის მიერ შემოწირული თანხით აშენდება. "უკვე ვილოცეთ, ეს არის ახალი მეჩეთის ტერიტორია და მას ვერავინ შეეხება. მეჩეთი ქართული არქიტექტურული ორნამენტებით აშენდება. პროექტს წარვუდგენთ სახელმწიფოს და მრევლის მიერ შემოწირული თანხით ავაშენებთ. ჩვენ არ ვთხოვთ სახელმწიფოს თანხებს მეჩეთის აშენებისთვის, თუმცა, მართლმადიდებლებს შემოწირულობისკენ მოვუწოდებთ", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.როგორც მუფთმა ასლან აბაშიძემ განაცხადა, გაიხსნა საქველმოქმედო ფონდი ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის და მუსლიმი მრევლი მეჩეთს საკუთარი სახსრების გაღებით ააშენებს. სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველოს მოადგილე ადამ შანთაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება აუცილებელია, რადგან არსებული მეჩეთი მრევლს ვერ იტევს. ადამ შანთაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს აღნიშნულ თხოვნას, ისევე, როგორც ჭელის მინარეთის დაბრუნების საკითხი გაითვალისწინა. "დღეს, პარასკევის ლოცვამდე მრევლის მოთხოვნა იყო ჩვენი სამმართველოს და ხელისუფლების მიმართ, რომ მეჩეთი ავაშენოთ. ეს ამბავი დღეს არ დაწყებულა, რამდენიმე ათეული წელია ბათუმში არის მეჩეთის საჭიროება, რადგან ბათუმის ერთადერთი მეჩეთი ფიზიკურად არ ჰყოფნის ხალხს. წვიმაში, ქარში ავდარში, ფაქტობრივად, ვერ ვასრულებთ ლოცვას. დღეს აქ შივიკრიბეთ, თავისუფალ ტერიტორიაზე. ეს არ არის კომფორტი, ეს არის საჭიროება, რომ განიტვირთოს არსებული მეჩეთი. იმედი გვაქვს, ხელისუფლება მუსლიმთა თხოვნას გაითვალისწინებს, ისევე, როგორც გაითვალისწინა ჭელის მეჩეთის დაბრუნების საკითხი და უმოკლეს ვადაში ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთი აიგება", - აღნიშნა ადამ შანთაძემ.ბაგრატიონის ქუჩაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მუსლიმთა შეკრება ინციდენტის გარეშე დასრულდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1668
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია