დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კომუნიკაციების კომისიამ ე.წ "Must Carry"-ს ტექნიკური მონაცემები დაამტკიცა
ავტორი:
2013/08/26 18:16:02
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას (ე.წ. Must Carry ვალდებულების შესრულება) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის (საკაბელო ოპერატორის) მიერ მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემები დაამტკიცა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს (საკაბელო ოპერატორებს) სავალდებულო ტრანზიტის ვალდებულება, ე.წ "Must Carry"-ს ვალდებულება დაეკისრათ. კერძოდ, საკაბელო ოპერატორები ვალდებულნი გახდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, სათემო მაუწყებლის, ყველა საერთო ლიცენზიის მფლობელი კომპანიის, რომელიც მათი მომსახურების ზონაში ახორციელებენ მაუწყებლობას (თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლის მომსახურების გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა), და, ასევე, იმ კერძო საერთო საეთერო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების, რომელთა მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის 20%-ზე მეტისთვის, უზრუნველყონ სავალდებულო ტრანზიტი, ე.წ "Must Carry" . ამავე კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სავალდებულო ტრანზიტის განხორციელებისას (ე.წ. Must Carry ვალდებულების შესრულება) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის (საკაბელო ოპერატორის) მიერ მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მონაცემების დამტკიცება დაევალა. კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩამოაყალიბა დადგენილების პროექტი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის, კომისიის ოფიციალურ ვებგვედზე. დოკუმენტის საჯარო განხილვის, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების (საკაბელო ოპერატორების) უშუალო მონაწილეობით შემუშავდა დადგენილების საბოლოო ვარიანტი, რომელიც ამავე დროს, შეთანხმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია