დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მუფთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ავტორი:
2013/08/30 16:08:02
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის ჯემალ პაქსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც კლინიკა "მედინას" ექიმმა კარდეოლოგმა ხათუნა ცენტერაძემ აღნიშნა , პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა და კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები უტარდება. "35 წლის ჯემალ პაქსაძე კლინიკა "მედინაში" 12:25 წუთზე გულ-მკერდის არეში ტკივილით შემოიყვანეს. პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა და კლინიკურ ლაბორატორიული გამოკვლევები უტარდება. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია", - აღნიშნა ხათუნა ცენტერაძემ. როგორც მუფთის ბიძა ნუგზარ პაქსაძე აღნიშნავს, საუბრის დროს ჯემალ პაქსაძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა."ახლახან მოვინახულე ჯემალ პაქსაძე, ამბობენ სტაბილურადააო, მაგრამ მასთან საუბარი არ შეიძლება. მინარეთთან დაკავშირებით ბევრი ინერვიულა, რის გამოც, ნერვიული სტრესი მიიღო. დილით საუბრის დროს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო გამოვიძახეთ", - აღნიშნა ნუგზარ პაქსაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1587
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია