დაისვენე კურორტ ახალდაბაში
2-4 სექტემბერს თბილისში ამბასადორიალი გაიმართება
ავტორი:
2013/08/31 11:59:02
2-4 სექტემბერს თბილისში ამბასადორიალი გაიმართება. ამბასადორიალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გახსნის. მინისტრი თავის მოხსენებაში დიპლომატური სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაფასებს. ასევე ისაუბრებს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და შემდგომი მუშაობის ძირითად მიმართულებებზე. ამბასადორიალის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ამბასადორიალის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ და სიტყვით გამოვლენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მიწვეულები არიან საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი, სუამის გენერალური მდივანი. სამი დღის განმავლობაში ამბასადორიალის მონაწილეები განიხილავენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებეს და იმსჯელებენ ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ასევე განხილული იქნება შემდეგი თემები: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, საქართველოს კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები, ადამიანის უფლებების დაცვის და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხები, ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლმატიური ურთიერთობები, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, ადმინისტრაციულ საორგანიზაციო და საკონსულო საკითხები.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1658
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია