დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა იგეგმება
ავტორი:
2013/08/30 15:27:02
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს ახალი უმრავლესობა აპარატის თანამშრომლების მასობრივ დათხოვნას და მათ ადგილებზე "საკუთარი ფანკლუბის წევრების" მიყვანას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – რეფორმატორების" თავმჯდომარე თემურ გრიგალაშვილმა განუცხადა. "საკრებულოს ახალი უმრავლესობა აგრძელებს სკამებისთვის ბრძოლას ამ ეტაპზე უკვე საკრებულოს აპარატის დონეზე. მათ გამოაცხადეს ყოვლად დაუსაბუთებელი რეორგანიზაცია. მიზანი არის ერთი _ მასობრივად დაითხოვონ თანამშრომლები და გამოთავისუფლებულ ადგილებზე საკუთარი ფანკლუბის წევრები დანიშნონ", - განაცხადა გრიგალაშვილმა, თუმცა დაახლოებით რამდენი თანამშრომლის დათხოვნაზეა საუბარი არ დაუკონკრეტებია. "მე ვერ გეტყვით, რა რაოდენობას გასწვდება მათი ფანტაზია", - აღნიშნა მან. აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს აპარატში არ ადასტურებენ. როგორც აპარატის უფროსი გიორგი ფიცხელაური აცხადებს, რეორგანიზაციის ფარგლებში საუბარია მხოლოდ სტრუქტურულ ცვლილებებზე და არა თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნაზე. "საკრებულოს აპარატში 16 აგვისტოს რეორგანიზაცია გამოცხადდა, მაგრამ თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლებებები დაგეგმილი არ არის. საუბარია მხოლოდ სტრუქტურულ ცვლილებებზე და მეტზე არაფერზე", - აღნიშნა ფიცხელაურმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1570
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია