დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კიდევ ერთი კარსტული მასივი
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/12/01 12:02:32

საქართველოში რიგით ოცდამერვე, ხოლო ვანის მუნიციპალიტეტში პირველი კარსტული მასივი აღმოეს

 

 

იმერეთი, რაჭა და აფხაზეთი კირქვოვანი აგებულების გამო მდიდარია კარსტული რელიეფისთვის დამახასიათებელი ფორმებით. გასულ წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორ გიორგი დვალაშვილის და თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ აღმოჩენილ და შესწავლილ იქნა კარსტული მღვიმე, რომელსაც თსუ-ის დაარსების 95 წელთან დაკავშირებით სახელად ეწოდა თსუ-95“.

 

 

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს საინტერესო გეომორფოლოგიური ექსპედიცია მოეწყო ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტ სალომე ხონელიძის მიერ თსუ-ში საქართველოს რეგიონების გეომორფოლოგიის ლექციაზე განხილული იქნა ბზვანის მღვიმის საკითხები, შემდეგ არსებული ინფორმაცია დაზუსტებული იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან, სოფელ ბზვანის რწმუნებულთან გრიგოლ ტყეშელაშვილთან, ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი.

 

 ვანის მუნიციპალიტეტში აქამდე ცალკე კარგად გამოკვეთილი კარსტული მასივი არცერთ სამეცნიერო ლიტერატურაში არ იყო დაფიქსირებული, ეს ტერიტორია, სტრუქტურული თვალსაზრისით, გეომორფოლოგიურად სამხრეთ იმერეთის კარსტულ რაიონში განიხილებოდა.

 

 იმ ადგილს, სადაც კარსტული მღვიმე მდებარეობს, შესაძლებელია, ეწოდოს ბზვანის კარსტული მასივი, რადგან ამ სოფელში არის როგორც კარსტული რელიეფის რამდენიმე საინტერესო ფორმა, აგრეთვე მიწისქვეშა მდინარეები და ვერტიკალური ჩასასვლელით წარმოდგენილი საინტერესო და ამავდროულად ექსტრემალური მღვიმე.

 

კარსტულ მღვიმეს ადგილობრივი მოსახლეობა ნავარსკვლავებსეძახის, ზოგი კი საქაჯესუწოდებს. ამ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა ადრე სიცარიელეში ქვას აგდებდნენ, ხოლო კირქვაში გახსნილი ორმო ხმას გამოცემდა და ამიტომ შეურქმევიათსაქაჯია“, მეორე სახელწოდება ნავარსკვლავებიდაურქმევიათ იმის გამო, რომ გადმოცემის თანახმად, აქ უხსოვარ დროში ციდან ვარსკვლავი მოწყვეტილა, აქ ჩამოვარდნილა და მიწა ჩაუტანიაო, საერთოდ ამ უბანს როდინას ეძახიან,  როდინივით არის ჩავარდნილი და ამიტომ დაარქვეს ამ ადგილებს ეს სახელი, გადმოგვცემენ ადგილობრივები. 

 

მღვიმეში ჩასვლა და იქაური მდგომარეობის ერთ-ერთი პირველი აღწერა XX საუკუნის ბოლოს მოახდინა მეკლდეურმა რომან კაჭკაჭიშვილმა.

 

მდინარე რიონის მარცხენა მხარეს საკმაოდ საინტერესო და აქამდე ნაკლებად ცნობილი კარსტული რელიეფი გვაქვს. ეს არის ახალი გეომორფოლოგიური კვლევის სამეცნიერო ღირებულება, უახლოეს მომავალში კვლევაში ჩაერთვება თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიის განყოფილება. ამ ინსტიტუტის სპელეოლოგებს საქართველოს კარსტული მღვიმეების უმრავლესობა აქვთ აღმოჩენილი და დეტალურად შესწავლილი.


 საქართველოს ტერიტორიაზე რიგით უკვე ოცდამერვე კარსტული მასივის გამოყოფა არის შესაძლებელი. ნავარსკვლავევის მღვიმეში ნანახი ნაღვენთი ფორმები, სტალაქტიტები თუ სტალაგმიტები, დეტალურად იქნება შესწავლილი, აგეთვე იქნება აგეგმილი მღვიმის მიწისქვეშა სამყარო და ექსტრემალური ტურისტული მარშრუტის მარკირებაც შესაძლებელი იქნება აღნიშნულ კარსტულ მღვიმეში.

 

ასეთი კარსტული წარმონაქმნის დაფიქსირება საქართველოს ტერიტორიაზე საინტერესო ფაქტია. ცნობილია, რომ ძირითადად კარსტული მღვიმეები მდებარეობენ საქართველოს სხვა რეგიონებში: აფხაზეთში, სამეგრელოში, რაჭაში, ზემო იმერეთში, შუა იმერეთში, მაგრამ ვანის მუნიციპალიტეტში, ამ ზონაში, კარსტული მღვიმე და ზოგადად კარსტული რელიეფი სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე არ იყო ცნობილი და ჩვენთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ასეთი ტერიტორიაზე გეომორფოლოგიურ კვლევას ვაწარმოებთ, რაც ამ სოფელში ექსტრემალური ტურიზმის განვითარების ხელსაყრელ გარემოს ქმნის, - განაცხადა გიორგი დვალაშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4325
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია